Thursday, July 10, 2008

სალამ ალეიქუმ
სალამ ალეიქუმ!... დილიდან იწყება უცნაურ სიტყვათა ზუზუნი ყურებში. საღამოს მზე ჩადის უდაბნოს ბოლოს და სამყაროს კიდემდე გვასკდება გულები.
ისეთი სიცხეა,. დახეთილ ბაგეებს ვერც ერთი სასმელი ტკივლის ვერ უქარვებს!... სალამ ალექუმ, - უბრალოდ იძახი, ჩადრიდან მალული მზერაც რომ უყვარდეთ.
და მე კი... ლექსებად გიყვები, თუ როგორ უყვარდათ გურჯისტანს მელეჰათ ხანუმი. რომ არა გვყოლია, არასდროს, ღმერთები... რომ თვითონ ვიყავით ცოცხალი ამური.
რომ სადღაც, მთებს იქით მიკარგულ მხარეში არ არის არც ერთი ტყუილი ზღაპარი. აქლემებს, ბედუინს იქ ვერსად შეხვდები და ქალებს ახურავთ უბრალო თავშალი....
სალამ ალეიქუმ! - უბრალოდ იძახი და მხოლოდ თვალებით სიყვარულს კადრულობ. გურჯისტანს... ოცნებას სიზმრად ჩაიყოლებ, უდაბნოს ქვიშის და ცხელი მზის ასულო

3 Comments:

Blogger Mimos said...

ნინი, ეს ვისია?
გიომ ხომ არ დაწერა?
რაღაც იქიდან მახსოვს ეს "მელეჰათ ხანუმ" თუ ვცდები?

July 11, 2008 at 1:48 PM  
Blogger nini said...

xo giosia.es blogi man gamiketa da Tavisi leqsic dado.madloba amistvis.bobo giom tavisi saitic gaaketa.iqneb aq''shemomawiwiknebino''gioc?

July 11, 2008 at 10:58 PM  
Blogger Mimos said...

კაცო, ეს ბიძია გუგლის ბლოგები - თავისუფალია!
ვისაც უნდა, მოვა აქ!
და ისე მოვა, რომ მიხოსერა არჩანდას არ დაეკითხება.
და ეგრეც უნდა!

გიოც უნდა მოვიდეს და სხვებიც მოვიდნენ...

http://www.pirati-pirati.clan.su/ - ესეც მეკობრის საიტი! :)))

July 12, 2008 at 11:49 AM  

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home